უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. ოჯახს ცხედრის გადმოსვენება საქართველოში სურს. ბიგვავა წარმოშობით ზუგდიდელია.
როგორც ცნობილია, ტერიტორიიდან ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი თვის წინ ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
ცნობისთვის, ტატო ბიგვავა უკრაინის მოქალაქეა და ის „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად.
პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს.
7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.
10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს
- რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს